
„ნაციონალური მოძრაობა“ არის უმძიმეს მდგომარეობაში ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარტია [„ნაციონალური მოძრაობა“] არის უმძიმეს მდგომარეობაში ვიდრე ოდესმე ყოფილა. რაც არ უნდა თქვას, მავანმა და ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა. რაც უფრო კვირები გადის ვატყობ, უფრო მეტი და მეტი საერთო ნიშანი აქვს დღევანდელ „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტის პირობებში „ნაცმოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. სულ უფრო და მეტი საერთო ნიშანი აქვთ, ამის აღიარე ძალიან მიმძიმს, მაგრამ ეს არის ფაქტი. ახალ არ არის არც ნიშნის მოგების და მხილების დრო, თუმცა, არც დუმილის დრო არის. წინ ჩვენ გველოდება გადამწყვეტი ფაზა, სადაც უბრალოდ შეცდომების დაშვების საშუალება არ გვაქვს. ვცდილობ ვთქვა სიმართლე ისე, რომ შეურაცხყოფა რავის არ მივაყენო.
პარტია არაფორმალურად არ უნდა იმართებოდეს. დღეს იმართება არაფორმალურად თუ იმართება, ეს არის სერიოზული ძირეული პრობლება. პარტიამ დაკარგა სამწუხაროდ - სოლიდურობა, პერსპექტივა, დაკარგა პოტენციალი ზრდის. ენმ იმართება იმ მოდელით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს აპრობირებული, ეს არის კლანური მმართველობა კაპიტალით მმართველობა, მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ძალებით მმართველობა, არადა ეს არ არის ის რისთვისაც ათასობით მხარდამჭერი იბრძოდა“, - აცხადებს ნიკა მელია.
მისივე თქმით, დღეს “ენმ”-ს კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მართავს” .
0
0