„ნაცმოძრაობასთან“ ერთად არანაირ გაერთიანებაზე წამსვლელი „ლელო“ არ არის - ბადრი ჯაფარიძე
A-
+A
„ყველა, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ - ამ ახალი ოპოზიციური გაერთიანების ინიციატივას პარტია „ლელო“ აყენებს.
ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არანაირ გაერთიანებაზე წამსვლელი არ არის.
„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ წინა საარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არანაირ გაერთიანებაზე წამსვლელი „ლელო“ არ არის. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება აძლევს ხელს „ოცნებას“. ჩვენ სწორედ ამაში ვხედავთ გამარჯვების გასაღებს, რომ შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, სადაც იქნებიან პროევროპული პარტიები თავმოყრილი. კარი ყველასთვის ღია იქნება“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებზე გაერთიანებას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთხოვს.
0
0
291
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%