
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის რესურსსაც და პოტენციალსაც, რომელიც ნულს ქვემოთ არის.
„ნაცმოძრაობაზე“ სერიოზული კომენტარების გაკეთება უკვე უხერხულია, იმდენად არასერიოზული ორგანიზაცია გახდა ეს პოლიტიკური პარტია. ამავდროულად, ეს ძალიან კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის რესურსსაც და პოტენციალსაც, რომელიც ნულს ქვემოთ არის. ეს ყველაფერი კონკრეტულ ციფრებში უკვე 2024 წლის არჩევნებში გამოიხატება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
29 ნოემბერს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.
0
0