
„ნაცმოძრაობაში“ იმდენად ღრმა კრიზისია, რომ გარდაუვალია პარტიის გაყოფა, - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ, რითაც „ნაცმოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის 9 წევრის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.
„ნაცმოძრაობაში“ იმდენად ღრმა კრიზისია, რომ გარდაუვალია პარტიის გაყოფა. როგორც ჩანს, ეს პროცესი დაიწყო. მოლოდინი მაქვს, რომ სხვა ორგანიზაციების წევრებიც დატოვებენ პარტიას. ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირება დასრულდება მაშინ, როდესაც პარტიის მენეჯმენტთან დაპირისპირებული ადამიანები დატოვებენ პარტიას და ალბათ საკუთარ პარტიას შექმნიან. მე ვუსურვებ „ნაცმოძრაობას“, პირველ რიგში, ამ კრიზისის გადალახვას“, - აღნიშნა სამნიძემ.
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრმა, მათ შორის საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს.
0
0