„მზად ვარ სანაძლეო დავდო სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით“ - იაგო ხვიჩია
A-
+A

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამ სარისკო საქმეს არ ჩაიდენს.
როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, მზადაა ამასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუნიძლავდეს.
„მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ბილეთის აღება ჩამოსვლას არ ნიშნავს და ჩემი საჯარო შეთავაზება ძალაშია, რომ დავუნიძლავდე „ნაციონალურ მოძრაობის“ რომელიმე წევრს მიშას ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ალბათ ახლა ბილეთის ნახვის შემდეგ ზოგმა დაიჯერა და დამენიძლავებიან.
გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, რომ ასეთი სარისკო საქმე ჩაიდინო რთულია, მგონია რომ მიხეილ სააკაშვილი სხვანაირი ადამიანია და მას ტყუილად სთხოვენ ჩამოსვლას, არ ვიცი შეიძლება ვცდები“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს აპირებს.
0
0
238415
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%