-share.jpg)
უკვე მე-7 თვეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის თემის წარმომადგენელი ქალებისთვის, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი“, „ქალთა ფონდის“ ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიას“, პროექტი ბენეფიციარი ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობები ტრენინგების კურსაც მოიცავს.
ტრენინგები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მხარდაჭერით, 27-28 მაისს გაიმართა.
ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია და მედიასთან კომუნიკაცია, საქმიანი იმიჯის ფორმირება, ფინანსები და საგადასახადო სისტემა შინდასაქმებულებისთვის. ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ მუნიციპალიტეტში დანერგილ მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებსა და ელექტრონულ პლატფორმებს.
ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ისაუბრეს იმ საქმეების შესახებ, რომელიც საოჯახო მეურნეობის პირობებში ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ აქციეს.
ტრენინგის მონაწილეების თქმით, მათთვის ექსპერტებისგან მიღებული ინფორმაციის გარდა, მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთის გაცნობაც.
„შინსაქმეში ჩართულ ქალებს არ გვაქვს კავშირი ერთმანეთთან, და შესაბამისად, ვერ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას. ეს ტრენინგი და ზოგადად პროექტი, კი ხელს უწყობს ჩვენს შორის, ჩვენი საქმისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, პრობლემებზე საუბარს და იმ ცოდნის გაზიარებას, რომელიც გვეხმარება წარმატების მიღწევაში“. - ამბობს მზია შარაშიძე, რომელიც საკუთარ საწარმოში ჩურჩხელებს აწარმოებს.
პროექტის კიდევ ერთი მონაწილე საიდა სოხაძის თქმით, კი პროექტში მონაწილეობამ ის უფრო თავდაჯერებული გახადა.
„კარგი იქნება თუ მსგავსი ტრენინგები უფრო ხშირად გაიმართება, ეს ჩვენ, ქალებს მეტ ძალას და გამოცდილებას გვმატებს. უფრო გვაძლიერებს. ამ ტრენინგებით კიდევ უფრი გვინმტკიცდება რწმენა, რომ მხოლოდ სახლის საქმეები კი არა, სხვა მნიშვნელოვანი საქმეებითაც შეგვიძლია დავკავდეთ. მიხარია რომ ეს პროექტები არსებობს. მადლობას ვუხდი მათ, ვინც ამ პროექტებს ქმნის და ჩვენ ქალებს გვეხმარება, რომ ვიყოთ უფრო მოტივირებულები და ძლიერები“ - ამბობს საიდა.
პროექტს „შინსაქმე ვაქციოდ პროფესიად“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის თემის ქალებისთვის „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი“, „ქალთა ფონდის“ ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი „სიპისი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

0
0