„მონებო“ - ამ შეძახილებით ბათუმის მერიის შენობასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ
29/11/2024
20:51
საზოგადოება
A-
+A
„მონებო“ - ამ შეძახილებით ბათუმის მერიის შენობასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ.
მათი განცხადებით, ბათუმის თვითმმართველობას რუსული ხელისუფლება მართავს და ქალაქის მერი გაყალბებული არჩევნების მონაწილეა.
ბათუმის მერიის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ბათუმის მერიის შენობაზე ევროკავშირის დროშა გადმოფინეს, რასაც შეძახილები მოჰყვა.
„მოქალაქეებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ ქალაქის თვითმმართველობაში შესვლის შესაძლებლობა. აქ რუსულ მთავრობას მილიციელები გაუმაგრებია და თავს იცავს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიის შენობისკენ მიემართებიან, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ.
0
0
29
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%