
სომხურ ტელეარხ 1in TV-სთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი აკრიტიკებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის ომი „მაიდანის შედეგია“.
„რა მოუვიდა მაიდანს და რა მოუტანა მან უკრაინას? დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკის და დონეცკის უმეტესი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს“ - განაცხადა კობახიძემ რამდენიმე დღის წინ.
ყიფიანის განცხადებით, კობახიძემ „არაორდინალური პარალელები“ გაავლო და პოლიტიკოსის რიტორიკა არ მოეწონა.
„მმართველი პარტიის თავმჯდომარე ცოტა ფრთხილად უნდა იყოს თავის განცხადებებში“ - განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა.
მან დასძინა, რომ საქართველოში არის არაერთი პოლიტიკოსი, რომლებიც უკვე 15-20-25 წელია პოლიტიკურ რადარზე არიან.
„ამომრჩეველსრაოდენობრივი არჩევანი გააჩნია, მაგრამ ხარისხობრივი არჩევანი პრაქტიკულად არ არსებობს“, - განაცხადა ყიფიანმა.
0
0