
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ალიანსის სამიტი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით, უკრაინის სოლიდარობისა და მოკავშირეების მხარდაჭერის ძლიერი ნიშანი იქნება.
„მოვიწვიე პრეზიდენტი ზელენსკი ვილნიუსში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად. მტკიცედ მჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი სოლიდარობის ძლიერი ნიშანი, მხარდაჭერა, რომელსაც მოკავშირეები აძლევენ უკრაინას და ვიმედოვნებ, რომ ბატონი ზელენსკი შეძლებს დასწრებას. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე“, - აცხადებს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგს მოლოდინი აქვს, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდებიან.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევთანხმდებით ახალ ნაბიჯებსა და ზომებზე, უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე და ჩვენი პარტნიორობის გაფართოებაზე“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ვილნიუსში ნატოს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
0
0