
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „აგენტების კანონის“ გაწვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია აღნიშნულ აქტს მიესალმება.
მისივე თქმით, ახლა პოლიტიკური პარტიები რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს უნდა დაუბრუნდნენ.
„ნატო კანონპროექტის, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია, უპირობო გაწვევას მიესალმება.
ნატო მოუწოდებს ამ ქვეყანაში ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალას, დაუბრუნდნენ რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს“, - აცხადებს კოლომინა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოსა და „ხალხის ძალის“ ერთობლივი განცხადების მიხედვით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.
0
0