
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საპყრობილეში გადაყვანის საშუალებას არ იძლევა და სააკაშვილს სიცოცხლეს სამედიცინო ჩარევებით უნარჩუნებენ ექიმები.
„ჩემი ინფორმაციით, მიშას ჯანმრთელობა იმის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა, რომ გადაყვანილი იყოს რომელიმე საპყრობილეში, რომელიც არ არის შესაბამისი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი, თორემ ახლაც ციხეშია, უბრალოდ ციხის საავადმყოფოში და ჩვენი ინფორმაციით, მას ყოველდღიურად უკეთდება გადასხმები, შემოწმებები, რადგან მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა წკიპზე კიდია და ამ დეტალური სამედიცინო
ჩარევებით ექიმები ინარჩუნებენ მის სასიცოცხლო პარამეტრებს. ჯერ ერთი ეს სუბიექტი {მაჭარაშვილი} ციხეში გადაყვანით ვერავის ვერ შეაშინებს და მეორეს მხრივ ცეცხლს ეთამაშებიან, როცა მიშას სიცოცხლისთვის საფრთხეს ქმნიან თავიანთი მოწოდებებით“, - განუცხადა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს.
0
0