
24 თებერვლის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია უკრაინაში იმყოფება. მისი თქმით, აქციაზე შეკრებილ ხალხს კიევიდან მიმართავს.
ხოშტარიამ აღნიშნა, რომ კიევში ყოფნა და თბილისის ქუჩებში ყოფნა უკრაინის მიმართ ერთნაირი სოლიდარობაა.
„24 თებერვალი არის მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის, წყალგამყოფი დღე და ამ დღეს ხელისუფლების მხრიდან უკრაინაში ჩასვლაზე უარის თქმა არის წარუშლელი სირცხვილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენთვის არ არის საკმარისი, ვიწუწუნოთ, თუ როგორი ცუდი ხელისუფლება გვყავს, ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ. 24 თებერვლის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, მე აქ ვიქნები და აქედან მივმართავ აქციაზე შეკრებილ ხალხს. აქ ყოფნა და თბილისის ქუჩებში ყოფნა არის ერთი სოლიდარობა“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, 19 საათზე თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
0
0