
მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ სოციალური ქსელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა და დაწერა:
„პირველად 11 წლის ასაკში გავიცანი და მას მერე მისი ნათელი სახე და სიტყვა მუდამ თან დამყვებოდა ლხინში თუ ჭირში....დიდი მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო გილოცავთ დაბადების დღეს!“, დაწერა ფარულავამ.
მისი ამ მილოცვის ტექსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა, რის შემდეგაც ია ფარულავამ, განსხვავებული პოზიციის ადამიანებისთვის, პოსტის კომენტარებში, კიდევ ერთი განმარტება გააკეთა:
„მე არ მაინტერესებს არავის აზრი პატრიარქი ასეთი ისეთი .... მე მიყვარს ჩემი პატრიარქი, რადგან ჩემი თინეიჯერობა ტაძარში მის გვერდით გავატარე ...
მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და ვინც კი ოდესმე ახლოს მისულა მასთან, აუცილებლად იგრძნობს საოცარ, უდიდეს, ენით აღუწერელ ვიბრაციას (რაც გინდათ დაარქვით მადლი, აურა), რომელიც განთავისუფლებს ტვირთისგან და კათარზისის ცრემლსაც კი გადმოგიგორებს .....
არ მაინტერესებს არაფერი დანარჩენი სხვა, მონაჩმახ, მოგონილ, დაბრალებულ, შეთხზული....
ყველამ მიხედეთ თქვენს თავს და ...“ დაწერა თავისივე პოსტის კომენტარებში მსახიობმა.
0
0