
ოჯახში ძალადობის საქმეზე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ დავა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. ნელი დოროყაშვილი, რომელიც ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და გენდერული ნიშნით ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლოში დღეს გამოკითხეს.
„მე გამასამართლეს მოძალადე ნიკოლოზ ბასილაშვილის ნაცვლად. მას შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი. რატომ დავრბივარ 2 წელია სასამართლოში, როცა არსებობს კადრები, თუ როგორ ძალადობს ჩემზე“, - განაცხადა ნელი დოროყაშვილმა დაკითხვისას სასამართლო დარბაზში.
მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარადგინა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს ასახავს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2-წლიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ეპიზოდში გაამართლა, პროკურატურამ საქმე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
0
0