
მოკლული 27 წლის მარიტა მაზიაშვილის დედა საქართველოში შვილი მკვლელობის შემდეგ ჩამოვიდა.
ის წლების განმავლობაში იტალიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა
მოკლული გოგოს დედას ეჭვი აქვს, რომ ნიკოლოზ ლაჩაშვილს თანამზრახველი ჰყავდა, რადგან ცხედარს მარტო ვერ გადააადგილებდა.
„მე არ ვაპატიებ დედი, შემოგევლოს დედა, როგორ უნდა ვაპატიო. მაგას დაგეგმილი ჰქონდა, მოგიკვდეს დედა...“, - ამბობს მოკლული გოგოს დედა „ტვ პირველთან“.
ამასტან, ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ ლაჩაშვილის დედა ირწმუნება, რომ ცოლ-ქმარს ბოლო პერიოდში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. მან მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა და "ტვ პირველს" განუცხადა, რომ მარიტა მაზიაშვილი და ნიკოლოზ ლაჩაშვილი შერიგებას აპირებდნენ.
როგორც ცნობილია, თბილისში 27 წლის მარიტა მაზიაშვილი 31 წლის ყოფილმა მეუღლემ თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი საბარგულში ჩადო, ხევისაკენ გაემართა და იქ გადააგდო. საქმე მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
0
0
მოსკოვში შეხვედრა გამორიცხულია - ზელენსკი
21/08/2025