
სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ვერონა“ ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი შესანიშნავი გოლით 2:1 დაამარცხა.
„კვარა“ ყველა გამოცემამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მან ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Whoscored 8.8, flashscore 8.7, sofascore 8.3.
„ნაპოლი“ 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 11 თებერვალს გასვლაზე „მილანს“ დაუპირისპირდება.
ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ „კვარაცხელია ჩემპიონია, რაც გასულ სეზონში აჩვენა, რამდენიმე მცველი მეურვეობს, მაგრამ დიდი კლასის მქონეა. ისევ გადასწიეს ცენტრში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გალიაში ექცევა, ამან იმუშავა და შედეგი გამოიღო“.
მაცარიმ ხვიჩას წაქცევისას არდანიშნულ პენალტზეც გააკეთა კომენტარი: "ასე წვალებით გამარჯვება ბოლოს და ბოლოს უფრო სასიამოვნოა. ბევრი მომენტი შევქმენით და მოვიგეთ. VAR-ს ხვიჩას ეპიზოდში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მართებდა. მაშინ თამაშის სურათი შეიცვლებოდა და უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებდით".
0
0