„დროშაზე არ წამიკითხავს… არ გახსოვთ ერთი ახალგაზრდა პოლიციელს რომ წვავდა? მამა არ ეყო, მერე პოლიციელზე გადავიდა“, – ასე პასუხობს ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი, ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანიაზე დასმულ კითხვას.
„დროშაზე არ წამიკითხავს, როდესაც ადამიანს მიაქცევენ ყურადღებას, დროშაზეც მერე დავფიქრდები. ადამიანს არ აქცევენ ყურადღებას ის პოლიტიკოსები, ვინც გმირად გახადეს ის, ვინც ადამიანს წვავდა. არ გახსოვთ ერთი ახალგაზრდა პოლიციელს რომ წვავდა? მამა არ ეყო, მერე პოლიციელზე გადავიდა. დროშა რატომ გაწუხებთ, პირველ რიგში ადამიანზე იფიქრეთ. ლაზარემ მამა არ დაჭრა ორ ადგილას? რაზე იყო ის გასამართლებული?“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, მეუფემ იგულისხმა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც მარტის დემონსტარციების მერე, პოლიციაზე თავდასხმის მოტივით დააკავეს, ამჟამად კი სასჯელს მამაზე თავმდასხმისათვისაც იხდის.
0
0