
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სცენაზე ასვლის და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ამაზე პასუხად, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მადლობები არ სჭირდება და განწყობას ვერაფერი გაუფუჭებს.
„მე ვიტყოდი ერთ რამეს, რომ მადლობები არ მჭირდება. მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა. ეს იქნება ჩვენთვის ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში გაცვლილი მადლობები. ამიტომ, არც მწყინს, არც მიხარია. მე მიხარია ის, რაც ხდება ახლა ხალხში. ამ მხიარულებას ვერავინ ვერ შემიცვლის ვერაფრით. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.
0
0