
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსის ეთერში ოპოზიციიდან პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატზე ისაუბრა.
„ვუყურებ იქ ახალგაზრდა ლევან ხაბეიშვილს... ლევან ხაბეიშვილს ძალიან მარტივად უყურებდნენ და საკმაოდ კერკეტი და მუშა ტიპი შერჩათ, ძალიან საინტერესო ტიპია, ასევე მინდა ესეც გითხრათ“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, წელიწად-ნახევრით ადრე პრემიერობაზე საუბარი, არასწორია.
ამასთან, ჩარკვიანმა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე განიხილება.
„გიორგი ვაშაძეს სხვებზე ადრე ვესალმებოდი ამ საკითხში. ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, ეს თამარ ჩარკვიანი იყო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა და დასძინა, რომ მაშინ ამ საკითხს ძალიან დიდი წინააღმდეგობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია შეხვდა.
0
0