
„ბიბისის“ რუსულენოვანი გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ შეჭრილი თავდამსხმელებიდან ორი მოკლულია.
წყაროს ცნობით, ერთი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, მეორე კი – ბრიანსკის ოლქში, სადაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა „რენოს“ მარკის ავტომობილს.
როგორც „ბიბისი“ წერს, მათი ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში მოკლული მამაკაცი ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა მედია მის სახელს და გვარს არ ასახელებს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა. კლინიკებში 121 ადამიანი იყო განაწილებული. ტერაქტის შემდეგ კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულებიდან სამი ბავშვი და ორი მამაკაცი გარდაიცვალა.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტის საქმეზე 11 ადამიანი, მათ შორის ტერაქტის ოთხივე უშუალო შემსრულებელი დაკავებულია.
0
0