
მოძრაობა „კავკასიური კავშირი“ საქართველოს პრეზიდენტს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
ღია წერილში გამოხატულია „მტკიცე პოზიციის“ შეცვლა და პრეზიდენტის ხელთ არსებული გავლენის ბერკეტების გამოყენება.
„ეს ზედმეტად გაჭიანურებული დრამატული ვითარება არის შეურაცხყოფა თავად საქართველოსთვის... ეს მდგომარეობა უკიდურესად უარყოფითია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც თითქოს რუსეთის ბრძანებით დასცინის მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად მისი ხალხისა და მთელი მსოფლიოს აზრისა“ - ნათქვამია წერილში.
ხელისუფლების საქციელი აჩვენებს, რომ ისინი ოპოზიციის ლიდერს რუსული მეთოდებით ებრძვიან - ამბობენ ავტორები.
წერილში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ზურაბიშვილს შეუძლია მისი გადარჩენა.
SOVA-ს ცნობით, მოძრაობა „კავკასიური კავშირი“ არის ექვსი ორგანიზაციის გაერთიანება, რომელშიც შედის: ძლიერი აზერბაიჯანი, მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასია, ჩერქეზული კონგრესი, დაღესტნის ეროვნული ცენტრი, ჩეჩნეთის მსოფლიო კონგრესი და თავისუფალი ჩერქეზეთი.
0
0