
„როგორი ადვილი ყოფილა მედიაწიგნიერებაზე პრეტენზიების მქონე ზოგიერთის ასე მარტივად მოტყუება“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბათუმის პორტში საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE-ს შემოსვლის გამო ატეხილ აჟიორაჟს.
„ისევ ავარდა საზოგადოების რაღაც ნაწილი ნაცპროვოკაციაზე, ამჯერად ე.წ. რუსულ სამგზავრო ხომალდზე. როგორი ადვილი ყოფილა მედიაწიგნიერებაზე პრეტენზიების მქონე ზოგიერთის ასე მარტივად მოტყუება. ნაცსექტანტებსა და მათ ფეხის ხმას აყოლილებს არ ვგულისხმობ, განათლებულებზე ვწერ, სამწუხაროდ!
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE-ს ტრაბზონიდან შემოვიდა. გემს თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება.
ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ზე და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება.
საქართველოს შესაბამისი ოფიციალური სტრუქტურების სანქციების რეჟიმს რომ არ არღვევენ, ეს აშშ-ის სენატშიც ითქვა 26 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო' ბრაიანის მოერ. თუმცა, ნაცების დეზინფორმაციულ პროპაგანდას ეს პოზიტიური ამბავიც არ აწყობდა და უგვანოდ ცდილობს ASTORIA GRANDE-ის თემით გადაფარვას“ - წერს გია აბაშიძე.
0
0