
რუსული ავიაკომპანია Azimuth და ქართული Georgian Airways რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების დასაწყებად მომავალი კვირიდან ემზადებიან. ინფორმაციას რუსული RBC ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, როგორც ქართულ კომპანიაში აღნიშნავენ, მანამდე „ფორმალობები“ უნდა მოგვარდეს.
Georgian Airways-ის პრეზიდენტის, თამაზ გაიაშვილის თქმით, „აზიმუტი“ ნამდვილად ემზადება მომავალი კვირიდან თბილისის მიმართლებით ფრენებისთვის.
„იმედი მაქვს, უახლოეს ათ დღეში დავიწყებთ ფრენებს“ - განაცხადა გაიაშვილმა.
RBC-ის წყაროს ცნობით, “აზიმუტი” თბილისში ფრენას კვირაში ექვსჯერ გეგმავს.
“ჯორჯიან ეარვეისს“ არ აქვს დაბრკოლება მოსკოვის მიმართულებით ფრენების აღდგენისთვის” - აცხადებს გაიაშვილი. უბრალოდ ყველაფერი კარგად უნდა დავგეგმოთ, გავითვალისწინოთ ყველა ის გარემოება, რომელიც დღეს ხდება”, - ამბობს ის.
„ჯორჯიან ეარვეისის“ სპეციალისტები თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების ბილეთების გაყიდვის დაწყებას მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავენ. ჩვენ ვართ კერძო კომპანია, ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ზარალზე, ამიტომ ვიმუშავებთ ამ მიმართულების წინსვლისთვის“, - თქვა მან.
ფრენები Superjet თვითმფრინავით განხორციელდება, რადგან ისინი რუსულ სალიზინგო კომპანიებს ეკუთვნის და არ ექვემდებარება სანქციებს, რომლებიც კრძალავს მომსახურებას უცხოეთის აეროპორტებში.
მსგავსი თვითმფრინავი აქვს გადამზიდველ Red Wings-ს, რომელმაც ნებართვა საქართველოში ფრენისთვის უკვე მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გასცა.
0
0