
"ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზურა მახარაძის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ “არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს”.
„ჰომოფობიური ნიშნით მოძალადეს რომ ჰომოსექსუალობა უმჟღავნდება კარგია .
არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს.
კარგია საზოგადოების უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სულ უფრო ნაკლები ჩათვლის, რომ ამ ნიშნით ძალადობა გამჟღავნებისგან დაიცავს და ნაკლები მოძალადე ირბენს თბილისის ქუჩებში.
მაგრამ თავისთავად ფაქტი, ძალიან ტრაგიკულია.
ამიტომაა მნიშვნელოვანი რეალობისთვის თვალის გასწორება და იმასთან შეუგება, რომ არავინ არ ირჩევს უმცირესობაში ყოფნას, როგორც არავინ ირჩევს ცაციობას.
და როცა ასეთად ჩნდები, თავი შეიძლება გამონაკლისი გგონია, მაგრამ ის გამონაკლისი ხარ, ვინც წესს ადასტურებს - ნორმაა ის, რომ ადამიანები განსხვავებულები იბადებიან. და როგორებადაც არ უნდა დაიბადონ, “მათი უძვირფასესი საუნჯე, მათი ვინაობაა”.
როცა ადამიანს თავისი ვინაობის დამალვა უწევს - მერე ასეთ ტრაგიკულ ვითარებაში ვარდება და გაცილებით დიდი ზიანი დგება, ვიდრე მაშინ დადგებოდა - უბრალოდ როგორიც ხარ, ისეთს რომ იღებდე საკუთარ თავს და გიღებდეს საზოგადოება - უსაფრთხო სივრცეებს გიქმნიდეს, ბედიერებისთვის.
ხო, და არა - არ უნდა გავრცელდეს ზურა მახარაძის პირადი ცხოვრების ვიდეო (თუ ასეთი არსებობს).
პირველყოფილი ვნებები ჩაიცხრეთ. წესი ბოროტმოქმედისთვისაც წესია“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა, ზურა მახარაძემ თქვა, რომ გოგოსთან მიმოწერისა და ინტიმური ურთიერთობის კადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ.
0
0