23/04/2024
13:20
მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა „ჰამასი“ მძევლების გაცვლასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დეტალების შეცვლაში დაადანაშაულა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხედრო დაჯგუფებამ მოთხოვნები წამოაყენა, რომლებსაც ისრაელი "გარკვეულწილად დააკმაყოფილებდა", თუმცა „ჰამასმა“ შეთანხმების დეტალები შეცვალა.
”რა თქმა უნდა, „ჰამასი“ ფართომასშტაბიანი რეგიონალური ომით უფრო დაინტერესებულია. მან უარი თქვა ძალიან მნიშვნელოვან წინადადებაზე. ვაშინგტონი მხარეებს შორის შეთანხმების მხარდაჭერას გააგრძელებს, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ისრაელის, აშშ-ისა და, უფრო ფართო მასშტაბით, ახლო აღმოსავლეთის ინტერესებშია. შეთანხმებას ორი მხარე სჭირდება და სწორედ ახლა „ჰამასის“ წევრებმა მიგვანიშნეს, რომ მოლაპარაკებები არ სურთ, ბურთი კი მათ მოედანზე იყო,” - თქვა მილერმა.
0
0