07/05/2024
15:48
მსოფლიო
„ჰამასის“ განცხადებით, რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ისრაელის სამხედრო შეჭრა მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების ჩაშლას.
„რაფაჰისა და კერემ შალომის [კერემ აბუ სალემის] სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, ისრაელს რეგიონი კატასტროფისკენ მიჰყავს და [პალესტინელების] შიმშილისა და დევნის პოლიტიკას აგრძელებს“, - თქვა „ჰამასმა“, რომელმაც 6 მაისს ეგვიპტელი და ყატარელი შუამავლების მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამფაზიანი შეთანხმება მიიღო.
პალესტინის დაჯგუფებამ ასევე "საერთაშორისო საზოგადოებას ინტერვენციისკენ" მოუწოდა, რათა ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტისკენ ნაბიჯი გადადგას და განაცხადა, რომ „ჰამასი“ ომის გაგრძელებაზე სრულ პასუხისმგებლობას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას და საერთაშორისო საზოგადოებას აკისრებს.
0
0
აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა
19/05/2024