
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ოპერაციების ძირითადი ბაზა ღაზას ქალაქ შიფას ჰოსპიტალშია. ამის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება.
ჰაგარი ამბობს, რომ „ჰამასს“ აქვს რამდენიმე მიწისქვეშა კომპლექსი, ეს არის უდიდესი საავადმყოფო ღაზას სექტორში, რომლებსაც ტერორისტული ჯგუფის ლიდერები ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად იყენებენ.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ასობით ტერორისტი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ საავადმყოფოს სამალავში ჩავიდა“, - აცხადებს ჰაგარი.
გარდა ამისა, IDF-ის ცნობით, „ჰამასის“ შიდა უშიშროებას აქვს სამეთაურო ცენტრი შიფას ჰოსპიტალში, საიდანაც ის ახორციელებს სარაკეტო იერიშს ისრაელზე და ინახავს იარაღს.
ჰაგარი ამბობს, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოს დაახლოებით 4000 პერსონალს ფარად იყენებს.
0
0