
„ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ 150-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.
BBC-ი იმ ადამიანების ისტორიას ავრცელებს, რომლებიც ტერორისტების ტყვეობაში არიან.
შირი, იარდენი, არიელი და კფირ ბიბასები კიბუციდან, ისრაელის სამხრეთიდან გაიტაცეს. შირი საბავშვო ბაღში მასწავლებლად მუშაობდა.
იოსი და მარგიტ სილბერმანი, შირის მშობლები, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ, სავარაუდოდ ისინიც „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.
დორონი, რაზი და ავივ აშერი ღაზას საზღვართან ტყვედ მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდნენ.
80 წლის კარმელა და ნოია დანი, კიბუციდან გაიტაცეს, 12 წლის ნოიას აუტისტური სპექტრი აქვს. კარმელას ოჯახის წევრები ღელავენ, რადგან ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტები სჭირდება.
ლონდონელი მხატვრი,ს შერონ ლიფშიცის მშობლები - ისინი პალესტინელ მეგობრებთან იყვნენ სტუმრად როდესაც გაიტაცეს.
შანი ლუკი, ტურისტი გერმანიიდან, რომელიც ღაზას საზღვრის მახლობლად მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა. შანის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ცოცხალია, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაშია, მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
85 წლის იაფა ადარი კუბიციდან, ღაზას საღვართან ახლოს აიყვანეს. მისი ვიდეო სოციალურ ქსელში მასობრივად გავრცელდა.
0
0