
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, დაჯგუფება „ჰამასი“ პალესტინელ სამოქალაქო პირებს ისრაელის შურისძიებისგან თავდასაცავად იყენებს. ბაიდენმა ვაშინგტონში, ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიისთვის მოწყობილ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი სწორედ „ჰამასის“ ქმედებებს დაუკავშირა.
„ერთი კვირის წინ, ჩვენ ებრაელის ხალხის მიმართ სიძულვილის სხვაგვარი გამოვლინება ვიხილეთ ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელთა ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტის სახით. ამასთან, „ჰამასმა“ გაიტაცა და მძევლად აიყვანა ბავშვები და მოხუცები.
ღაზას სექტორში კი ჰუმანიტარული კრიზისია - უდანაშაულო პალესტინელი ოჯახებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო „ჰამასთან“, ცოცხალ ფარად იყენებენ. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ სიძულვილზე, მისი ყველა გამოხატულებით“, - განაცხადა ბაიდენმა.
როგორც The times of Israel წერს, ამ განცხადებას წინ უძღოდა ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, რა დროსაც, აშშ-ის პრეზიდენტმა მხარეებს მოუწოდა, რეგიონში მცხოვრებლებს ჰუმანიტარული დახმარების მიღების შესაძლებლობა მისცენ.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025