
„რუსეთს შეუძლია უპასუხოს მათ, ვინც ემუქრება“, - ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სტალინგრადის ბრძოლის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე გამოსვლისას განაცხადა.
“წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია - ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით, რომლებზეც ჯვრებია”, - თქვა პუტინმა. მისი შეფასებით, გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ ახალ ომში ითრევენ, მაგრამ არ დააკონკრეტა ვინ.
რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამშობლოსა და სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლის მზადყოფნა „ჩვენი მრავალეროვნული ხალხის ბუნებაშია“. პუტინმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ თვისებამ შეუწყო ხელი ნაციზმის დამხობას.
მისი თქმით, სტალინგრადის ბრძოლა გახდა „ჩვენი ხალხის უძლეველობის სიმბოლო“ და „სიცოცხლის ძალა“. ამიტომ, გამარჯვებული ჯარისკაცების მორალური მოვალეობაა, გულდასმით შეინარჩუნონ ამ სიკეთის ხსოვნა და არ დაუშვან ისტორიის დამახინჯება, აღნიშნა პუტინმა.
„მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რითაც ვუპასუხებთ - და ჯავშანტექნიკის გამოყენებით საქმე არ დასრულდება. ეს ყველამ უნდა გაიგოს" - განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ რუსეთს მსოფლიოში “ბევრი მეგობარი ჰყავს”, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.
0
0