
მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს ნიკა რაჭველს სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს:
"ნიკოლოზ რაჭველი ნებისმიერ ქვეყანას ხელის გულზე ეყოლებოდა. მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ ასე გაიმეტონ, მაინტერესებს კიდევ რა
დავალებას მისცემენ ტროლ-ბოტებს, კიდევ რას დააბრალებენ? ყველა ეს ბინძური კამპანია უკან დაუბრუნდებათ მის დამკვეთებს, თანაც ძალიან მალე .
გული არ გაიტეხო ჩემო ნიკა!
ვიცი,რომ ძნელი გადასატანია ეს ცილისწამება.ჩემზე მაქვს გამოცდილი.
ეს სიბნელე დიდხანს ვერ იარსებებს!
მალე გამოიდარებს საქართველოში!" - წერს პაატა ბურჭულაძე.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ნიკოლოზ რაჭველმა, შოვის ტრაგედიის შესახებ დაწერა: "ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…“
ნიკოლოზ რაჭველის ამ პოსტს კი საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
0
0