-share.jpg)
„გულდასაწყვეტი და დასანანია, როდესაც გოცირიძის მსგავსი პროფესიონალები ტოვებენ პარტიას“, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე, რომან გოცირიძის გადაწყვეტილებას „ნაცმოძრაობის“ დატოვების შესახებ.
„სპეკულირება არ მინდა არც ერთი საკითხით. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გულდასაწყვეტია და დასანანია, როდესაც რომან გოცირიძის მსგავსი პროფესიონალები ტოვებენ ჩვენს რიგებს.
ის, რომ ახლა ხაბეიშვილის უკან მერაბიშვილი და სხვა ადამიანები არიან, ეს ახალი არ არის. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არ მგონია, რომ ჩვენმა მეგობრებმა პარტია დატოვონ. ამას სჭირდება პოზიციების გაძლიერება თვითონ პარტიაში, რასაც ვაპირებთ.
ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს წასვლის თაობაზე, ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, უცნობია. ასევე მოულოდნელი იყო ჩემთვის რომან გოცირიძის წასვლა“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
ცნობისთვის, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ორი დღის წინ დაწერა.
0
0