
საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრს GORBI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, რამდენად ენდობით ან არ ენდობით თითოეულ ამ ინსტიტუტს/ორგანიზაციას? რესპონდენტთა პასუხები ასე გადანაწილდა:
ტენდენცია არ შეცვლილა და ყველაზე მაღალი ნდობა აქვს ჯარს - 89%. შემდეგ მოდის პოლიცია 69%-ით.
მაღალია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი ნდობა - 60%. ასევე მაღალია ნდობა მთავრობისადმი 55%. მთავრობას სულ 2%-ით ჩამორჩება პარლამენტი, რომელსაც გამოკითხულთა 53% ენდობა.
მაღალია ნდობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართაც, გამოკითხვის შედეგებით ცესკო-ს რესპონდენტთა 52% ენდობა, პროკურატურას - 51%, სასამართლოს - 50%.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს - „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 31%, „სამართლიან არჩევნებს“ კი მხოლოდ და მხოლოდ 23%.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამოკითხვით, სამართლიანი არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობა ცესკო-ს რეიტინგის ნახევარსაც კი არ შეადგენს. შეგახსენებთ რომ „ისფედი“ საკუთარ ფუნქციად საარჩევნო ადმინისტრაციის კონტროლს მიიჩნევს და საპარლამენტო არჩევნებისას მათ მიერ დაშვებულმა შეცდომამ ხელი შეუწყო პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებას. ორგანიზაციის მცდარ მონაცემებს ოპოზიცია არჩევნების გაყალბების წარმოსაჩენად იყენებდა. „ისფედს“ ამ შეცდომის აღიარებისათვის თვეები დასჭირდათ.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %
0
0
1 აპრილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
30/03/2026