
„გოეთეს“ ინსტიტუტი ახალგაზრდა კოლეგის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი მეგობრისა და კოლეგის - ხატია ჭოხონელიძის გარდაცვალების გამო. ხატია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მძიმე ფორმის სიმსივნეს ებრძოდა.
ხატიას დიდი წვლილი მიუძღვის კულტურის და განსაკუთრებით, ახალი მედია ხელოვნების განვითარებაში. ის გამორჩეული კულტურის მენეჯერი იყო. მასთან ერთად გოეთეს ინსტიტუტში არაერთი საინტერესო კულტურული ღონისძიება განხორციელდა. როგორც EU4Culture-ის კოორდინატორი საქართველოში, ხატია აქტიურად იყო ჩართული რეგიონებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებაში.
ჩვენ დავკარგეთ უძვირფასესი მეგობარი და კოლეგა. ვუსამძიმრებთ ხატიას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ხატია, გვიყვარხარ და ძალიან დაგვაკლდები. მწუხარებით, გოეთეს ინსტიტუტის გუნდი“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
0
0