
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, გუშინ, „კურიერის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გიული ალასანია, რასაკვირველია, თემურ ალასანიას ელაპარაკება!“
„კარგი რა, რა მოგივიდათ, - თქვენი შიშით, და ძმას ვეღარ დალაპარაკებია!
გიული ალასანია, რასაკვირველია, თემურ ალასანიას ელაპარაკება!
და ჩაწერილია არა ამ სატელეფონო საუბრის ორივე მხარე, არამედ კონკრეტულად ის სივრცე, სადაც გიული ალასანია იმყოფება!
არ გამოვრიცხავ ქუჩიდან "დამიზნებით" ჩაწერასაც!“ - დაწერა ბონდო მძინარაშვილმა.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.
0
0