
ფოლკლორისტი, გიორგი უშიკიშვილი, რაჭის ტრაგედიის დროს დაკარგული, გენო სულთანიშვილის შესახებ "პრაიმტაიმთან" საუბრობს და ამბობს, რომ მისი გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდა.
„ვიცნობდი გენოს, ანსამბლ "ბუბას" ბევრჯერ შევხვედრივარ; გვქონია ჩაწერები, ფოლკლორის ცენტრის ლაურეატები არიან; მათი შემოქმედება ძვირფასია, ისინი ინახავენ ძირძველ ტრადიციებს, მათი რეპერტუარი ტრადიციულია; გლოლაში მუსიკალური კულტურა ძალიან განვითარებულია; ამდენად "ბუბას" შემოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის დიდებულია, რადგან გლოლას ამ ანსამბლმა, ჩვენი ხალხური შემოქმედების ბევრი საინტერესო ნიმუში შემოინახა.
გენო კი ამ ანსამბლში ერთ-ერთი გამორჩეული, კოლორიტული ადამიანი იყო, თავისი საშემსრულებლო მანერით, ხასიათით, მხიარული კაცი იყო;
ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია, არ ვიცოდი, მადლობა რომ გამაგებინეთ“, - თქვა უშიკიშვილმა „პრაიმტაიმთან“.
სოციალურ ქსელში კიდევ ერთი დაკარგულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
როგორც ირკვევა, დაკარგულად მიიჩნევა ე.წ. კოტეჯების შეფმზარეული, ფოლკლორისტი გენადი სულთანიშვილი.
0
0