
სამოქალაქო აქტივისტი და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი, სალომე ბარკერი, ასევე აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის ფოტოებს აქვეყნებს, რომელმაც ახლახან კლინიკა დატოვა.
„გამოწერეს. იძახის კაია რო გამლახეს, თორე უკვე ვნერვიულობდი, რას ვაკეთებ არასწორადო“. – წერს სალომე ბარკერი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამოქალაქო აქტივისტ, ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გუშინვე, მას ოპერაცია ჩაუტარდა.
„დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, ზუკა ბერძენიშვილს თბილისში რამდენიმე უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
0
0