23/04/2024
13:58
საზოგადოება
„ევროპაში თუ მსურს, მსურს განათლება, მსურს იმ კულტურის შემეცნება, თუ როგორ მოვუარო ვთქვათ, ღირსებას, ჩემს ღირებულებებს, რომელიც არის ქვეყანა, გარემო, ბუნება... თითოეულმა ჩვენგანმა ჩავიხედოთ გულში, ქვეყანას ვუვლით?“- ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა თავის ქადაგებაში განაცხადა.
როგორც მეუფე ამბობს, „ვამბობთ, ქვეყნისთვის თითქოს ვშრომობთ, მაგრამ ამ დროს ერთი პატარა ვერცხლისმოყვარებისა მონა გავხდებით...“
„რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რა თქმა უნდა საკუთარ სულს პირველ რიგში. რაიმე ანგარებისა ეშმაკი ხომ არ გვატყუებს, თავისუფლებაზე გვალაპარაკებს და ამ დროს, მონობას გვირჩევს და გვიმზადებს.
ვამბობთ, ქვეყნისთვის თითქოს ვშრომობთ, მაგრამ ამ დროს ერთი პატარა ვერცხლისმოყვარებისა მონა გავხდებით...ერთი დიდი მამა ამბობს, „რა ვუთხარი ისეთ მონაზონს, რომელმაც ყველაფერი დასტოვა და უდაბნოში მოსული ნემსისა მონა გახდა“.
ისე, ჩვენ მონობა არაფრისა არ გვსურს. არც ერთი ქვეყნისა და არც მეორესი, სადაც ღვთის საძრახისი, ღვთისთვის არმისაღები, საძაგელი შეიძლება მოგვთხოვონ. ჩვენ არცერთი არ გვსურს. ევროპაში თუ მსურს, მსურს განათლება, მსურს იმ კულტურის შემეცნება, თუ როგორ მოვუარო ვთქვათ, ღირსებას, ჩემს ღირებულებებს, რომელიც არის ქვეყანა, გარემო, ბუნება...“- ამბობს მეუფე.
მისივე თქმით- „უნდა ვისწავლოთ, როგორ გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან, თორე რასაც დაიძახებენ ყველაფერი მართალი ხომ არ არის და რასაც ოქროდ დაგვისახავენ, ყველაფერი ხომ, ოქრო არ არის. და არ ყოფილა კანონი, რომელიც იდეალურად დაწერიდან, გამოქვეყნებიდან, შესრულების დროსაც კი, რომ ყველაფერი სრულად სწორდებოდეს“ - ამბობს აბბა ალავერდელი.
„თითოეულმა ჩვენგანმა ჩავიხედოთ გულში, ქვეყანას ვუვლით? აი, აქ, ალავერდის ჭალა არის, უმოწყალოდ გაჩეხილია, ან რამდენი მიწის ნაკვეთია დაუმუშავებელი, იმიტომ რომ, ყველა გაქცეულია, რატომ გაიქცნენ? თუკი ჩვენი წინაპარი არ გარბოდა და ქვეყანას უვლიდა, 500-ზე მეტი ვაზის ჯიში გამოიყვანა. ჩვენი ღირსება რა არის? -ქრისტე. და როგორი?- ჯვარცმული... ჩვენი სიხარული რა არის? ქრისტესთან თანაყოფობა. აღდგომის დღესასწაულის სიხარულის მოლოდინში ვართ და გული სიხარულით, იმედით გვევსება... ჩვენი იმედი რა არის? ბავშვები, მომავალი თაობა, რომლებმაც უნდა გაიაზრონ თავისი ქვეყნის წარსული, თავისი ოჯახის წარსული, უნდა გაიაზრონ თავისი შეცდომა, უნდა იყვნენ მუშაკნი ღვთისა და მუშაკნი თავისი სამშობლო ქვეყნის. ისწავლონ, იმეცადინონ, ბევრი ნიჭიერი ახალგაზდა გვყავს, რომელთაც სწორი სვლა, გეზი სჭირდებათ, რომელთაც უნდა ვასწავლოთ, როგორ გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან, თორემ რასაც დაიძახებენ ყველაფერი მართალი ხომ არ არის და რასაც რომ ოქროდ დაგვისახავენ, ის ყველაფერი ხომ ოქრო არ არის.
ჩვენ უტყუარი საზომი ვიცით, რაც ქრისტეს არ მოსწონს, ის არ მოგვწონს ჩვენც. მოგონილი თავისუფლება, რომელიც ვერცხლისმოყვარებისა მონა გახდება, არ გვინდა ასეთი. თუნდაც სისხლი დავთხიოთ ქრისტეს გულისთვის, სამშობლოს თავისუფლების გულისთვის, ბევრჯერ ყოფილა და ალბათ, იქნება კიდეც ამ ერთგულებით, ამ შემართებით, ამ გულისხმისყოფით ყოველთვის ვილოცებთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის.
არ ყოფილა კანონი, რომელიც იდეალურად, დაწერიდან, გამოქვეყნებიდან, შესრულების დროსაც კი, რომ ყველაფერი სრულად სწორდებოდეს“ - ამბობს აბბა ალავერდელი.
0
0