„ევროპაკონცერტი“ წელს საქართველოში გაიმართება. ქვეყანას ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი და მსოფლიო არტისტები ეწვევიან.
ამის შესახებ წინანდილის ფესტივალის დირექტორმა, რეჟისორმა დავით საყვარელიძემ „შაბათ-კვირის დილის“ ეთერში განაცხადა.
„ევროპაკონცერტი ეწოდება ამ ღონისძიებას. თავად ირჩევენ ევროპის რომელიმე ქალაქს და ყოველ წელს პირველ მაისს მართავენ კონცერტს. შარშან ბარსელონაში ჩატარდა კონცერტი. ჩვენ ჩაფიქრებული გვქონდა, რომ მოგვეწვია ეს ორკესტრი და შეგვეთავაზებინა იქაურობა ამ კონცერტის ჩასატარებლად. 2021 წლიდან ვმუშაობთ ამ თემაზე. ორი წლის წინ ჩვენ მივიღეთ თანხმობა. 40-მდე ადამიანი ჩამოვიდა, შეარჩიეს წინანდალი და წელს, სწორედ პირველ მაისს გაიმართება ეს კონცერტი. ამ ყველაფერს გადაიღებს უდიდესი პლატფორმა - EUROARTS-ი. გადაიცემა პირდაპირი ეთერით 49 ქვეყანაში.“, - განაცხადა საყვარელიძემ.
0
0