
„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ენმ“-ს ლიდერის, ნიკა მელიას დღვანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს ტრუხა და უღირსი ბრიყვი ზუსტად ასე ებრძოდა ბოკერიას - მიშას მოღალატეს არ დაუჯეროთ თორემ ჩერგო დაგაჯდებათ თავზეო, კამპანია ჰქონდა გაჩაღებული.
ახლა, როცა მიშისტები იმას შვებიან, რასაც თავად აკეთებდა სამარცხვინოდ - ახლა გაიძახის მიშას ებრძვითო!
გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს - რომ ყველაზე უღირსი მეთოდით, ქალის მეორეხარისხოვანი როლის გამოყენებით და უმძიმესი ინსტიქტების წახალისებით ცდილობდა დაწინაურებას და აცოცებას“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში პარტიის მხარდამჭერების გარკვეული ნაწილის მისამართით დაწერა: „პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!“
0
0