
მისი თქმით, „ორბანი რთულ მდგომარეობაშია“, რადგან მან უნგრეთი მიიყვანა იქამდე, რომ იგი თითქმის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.
„ახლა, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის, ათასობით ადამიანის დაღუპვის, საცხოვრებელი უბნების დაბომბვის, რუსული არმიის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დანგრევის, საერთაშორისო სამართლის გაგებით კრიმინალური ქმედებების პირობებში, მიჭირს ასეთი დამოკიდებულების გაგება, ეს პოლიტიკა ძალიან ძვირი დაუჯდება უნგრეთს“, - განაცხადა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ორბანი „რთულ მდგომარეობაშია“.
„მან გააკეთა ისე, რომ უნგრეთი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთზე გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებით, რადგან მას აქვს რუსული ელექტროსადგური“, - აღნიშნა დუდამ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ „რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება პრობლემაა ევროკავშირის მრავალი ქვეყნისთვის, რის გამოც ვერ მოხერხდა სანქციების დაწესება საწვავის და ენერგორესურსების შესყიდვაზე“.
ამასთან, დუდამ დასძინა, რომ სხვა ქვეყნები, მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა, უკრაინას უნგრეთისგან განსხვავებით იარაღს აწვდიან.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სანქციების დაწესება რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ შეაჩერებს უნგრეთის ეკონომიკას.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ მათი გულისთვის თავის მოკვლას ვერ მოვითხოვთ“, - განაცხადა ორბანმა.
0
0