
მსახიობი ნიკა ქავთარაძე მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
“მამუკა ონაშვილის გასვენებაა.
ძალიან მიყვარდა ეს ბავშვივით კეთილი და მხიარული ადამიანი.
ძალიან მეწყინა და მეტკინა…
გუშინ პანაშვიდზე ვიყავი და ერთ რაღაცაზე დავფიქრდი… ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში.
არაა ეს ქვეყანა არტისტებისთვის. თორემ ყველაფერი ჰქონდა მამუკას, კარგად ცხოვრებისთვის – ნიჭი, ხმა, ქარიზმა, მაგრამ ეს ხომ საქართველოა.
ხოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა, მხარში არ ამოუდგა. მივლენ და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს.
ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის, მაგრამ მაინც ტეხავს, თან ძალიან.
ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ყველას მამუკა ონაშვილის სული!”, – წერს ნიკა ქავთარაძე.
ცნობისთვის, მომღერალი მამუკა ონაშვილი ავარიას ემსხვერპლა, მომღერალი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა. მას დღეს, 4 აგვისტოს მახათას პანთეონში დაკრძალავენ.
0
0