
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება ლატვიაში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას:
„რიგაში ვიდექი მიშას აქციაზე. ორი ქართველი, 1 ჩეხი და 20-25 ლატვიელი (მათ შორის აქაური რუსი!) და უკრაინელი.
ერთმა ლატვიელმა 200 კილომეტრი გამოიარა, რომ აქციაზე ჩამოსულიყო - ღრმა სოფლიდან. და მერე ბრუნდებოდა.
ძალიან ტეხავს!
"ბანერები" (თაბახზე დაწერილი Save Misha) პოლიციამ არ გაგვაშლევინა, არასანქცირებულია აქციაო.
ესე იგი ლატვიაში მცხოვრებმა არც ერთმა ქართველმა ან არაქართველმა არ ითავა პოლიციაში მისვლა განცხადებით წინასწარ.
აქაური თემი, რომელიც ალბათ არსებობს (10 წლის წინ არსებობდა) , ალბათ დამოკიდებულია საელჩოზე საორგანიზაციო და ფინანსურ საკითხებში, ხელი ხელს ბანს, მოკლედ.
ჰოდა ეგენი როგორ ითავებდნენ მიშას გამოსარჩლებას?!
არც საელჩოდან გამოსულა ვინმე.“ წერს გოგოტიშვილი.
0
0