ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი იაპონური კომიქსის, „დრაკონის მარგალიტის“ [Dragon Ball] რეჟისორი აკირა ტორიამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაცით, აკირა ტორიამა მწვავე სუბდურალურ ჰემატომას ებრძოდა.
„დრაკონის მარგალიტი“ უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. კომიქსების მიხედვით, ტორიამამ ასევე მულტფილმებისა და ფილმების ვერსიები შექმნა. თაყვანისმცემლებმა პატივი მიაგეს ტორიამას პერსონაჟების შექმნისთვის, რომლებიც მათი ბავშვობის ნაწილი გახდა.
Dragon Ball-ის კომიქსების სერიების დებიუტი 1984 წელს შედგა. ის მოგვითხრობს ბიჭზე, სახელად სონ გოკუ, რომელიც დრაკონის ჯადოსნური ბურთების შეგროვებას ცდილობს უცხოპლანეტელ ჰუმანოიდებისგან დედამიწის დასაცავად.
ტორიამას დაუმთავრებელი სამუშაოები დარჩა.
„ტორიამას დაკრძალვას მხოლოდ მისი ოჯახის წევრები და ძალიან ცოტა მეგობარი დაესწრო. მას კიდევ ბევრი რამ ექნებოდა გასაკეთებელი. თუმცა, მან ბევრი მანგა და ხელოვნების ნიმუში დატოვა ამ სამყაროში",“ - ნათქვამია Dragon Ball-ის ვებსაიტის განცხადებაში.
0
0