
G7-ის ქვეყნებმა რუსული ნავთობის ფასზე შეზღუდვებს მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
შეზღუდვები არა მარტო ნავთობს, არამედ ნავთობპროდუქტებსაც შეეხება. გადაწყვეტილება „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებმა ვირტუალურ შეხვედრაზე მიიღეს.
„ჩვენ შევზღუდავთ პუტინის შესაძლებლობებს, რომ ომის გაგრძელება დააფინანსოს. აკრძალვები შეეხება გემების დაზღვევას, დაფინანსებას და რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი იქნება დაწესებული“ განაცხადა დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა ნადჰიმ ზაჰამ.
Financial Times-ის ინფორმაციით, 5 დეკემბრიდან ნავთობის ფასზე, სოლო მომავალი წლის 5 თებერვლიდან ნავთობპროდუქტების ფასზე შეზღუდვები დაწესდება.
როგორც ცნობილია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან მსოფლიოში ნავთობს გაძვირდა. ამის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი დაწესდა. ამის მიუხედავად ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასის შედეგად კრემლმა მისი გაყიდვით მნიშვნელოვანი მოგება მიიღო.
0
0