-share.jpg)
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გიორგი კეკელიძე კიდევ ერთ თანამდებობას ჩაიბარებს.
„მეორე საქმე, რომელსაც ჩავიბარებ, იმ საშინელ გამოცდილებას უკავშირდება, ორწლიანი მძიმე დეპრესია რომ ერქვა. სიმბოლური და ემოციური ამბავია – დღეიდან სწორედ იმ ცენტრის გენერალური მენეჯერი ვიქნები, სადაც სიკვდილს გადამარჩინეს და ახალი სიცოცხლის შანსი მომცეს – ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი სახლი.
ჩემი ხედვა ამგვარია – რესურსების განვითარება – გასვლითი სესიები რეგიონებში, საჯარო ონლაინ-სესიები LIB.GE-სთან ერთად, ბიზნესის შემოყვანა კონკრეტული პროგრამების კურატორად, სადაზღვევო პაკეტების ადვოკატირება სადაზღვევო კომპანიებთან, ბიულეტენების მოწესირიგება საჯარო სამსახურებში, სტიგმის დაძლევაზე კამპანიების წარმართვა – ვფიქრობ, ეს გეგმა, არა მხოლოდ ამ ცენტრს, არამედ ზოგადად სფეროს წაადგება“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
0
0