
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა თბილისში არსებულ სატრანსპორტო პრობლემების შესახებ სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს. მოროშკინა წერს, რომ “საცობში შეიძლება: გათხოვდე, გაეყარო, დაორსულდე..”
„ჩვენს საცობში შეიძლება:
გათხოვდე,
გაეყარო,
სამსახური იპოვო,
სამსახური დაკარგო,
ანდერძი დაწერო,
ლაქი წაისვა და კარგად გაიშრო,
გახდე იეღოველი,
მოიმატო წონაში,
ისწავლო სტვენა,
იმკურნალო შაკიკი,
გაიხეხო ჯინსი,
გაიპარსო წვერი,
მოიშალო მუცელი,
დაორსულდე,
გაიჩინო პრასტატა,
აჭამო ბავშვს,
ძაღლს,
კატას,
ქმარს,
საყვარელს,
მოუსმინო რადიოში ყველას და ყველაფერს ჩემი ჩათვლით,
გაივარჯიშო ნერვები,
გაიხადო ფეხზე,
გაიცნო გვერდზე მხოხავი,
ეჩხუბო ან ეფლირტავო,
გადაიკითხო დიდი რუსთველი და თარგმნო უკრაინულად(ახლა მოდაშია)
გაიძრო ტანსაცმელი, იმიტომ რომ სანამ დანიშნულების ადგილამდდ მიხვალ გავა მოდიდან...
და ნუ დაწერო და იკითხო ასეთი უაზრო ესემესები....
წამიყვანეთ სოფელშიიიიიიიიიიი“, - წერს ლალი მოროშკინა.
0
0