
უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა დააანონსა.
"ჩვენ ვხსნით ახალ დონეს - კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში", - დაწერა დავით არახამიამ სოციალურ ქსელში.
„ჩვენს იგივე მცდელობაზე "მაიდანს" გვიპირებდნენ“ - ექსპერტი დავთ ქართველიშვილი არახამიას საკანონმდებლ ინიიატივას სპციალურ ქსელში გამოეხმაურა:
სარაკეტო დარტყმა მიაყენა ჩვენს "ალა-ლუსულ-კანონისტებს" ნახევრად ოკუპირებული უკრაინიდან. ჩვენი სექტანტების ურთიერთგანადგურების ფონზე საკმაოდ ლოგიკური სვლაა, წმინდა "ლუსულ" სტილში: "რაზ პაშლა ტაკაია პიანკა". ყოველ დღე რაღაც გვიკვირს და მიღებული პოპკორნის ოდენობას ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება. დაახლოვებით კი ხვდები, ხვალ რა ელით - მაგრამ ამ დონის ცინიზმი და უსინდისობა მაინც ზედოზირებულია. აი ესენი ჩვენს იგივე მცდელობაზე "მაიდანს" გვიპირებდნენ. ესე კომპლექსურად თუ დაიმსხვრევოდა მათი ტაქტიკა და სტრატეგია - ვერც კი წარმოვიდგენდით. კორპორაციულად უნდა მოვსპოთ, გაქცევისა და მიმალვის საშუალებაც არ უნდა მივცეთ. დღესვე თუ შეუკვეთავენ თავის პატრონებთან გასაქცევ ავიაბილეთებს ქუთაისიდან - მოგებაში დარჩებიან. სადღაც 69 ლარი დაუჯდებათ! - წერს ქართვეიშვილი.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025