
„მეცის“ ფან-გვერდი Team Grenat-ი გიორგი მიქაუტაძეს უკვე დაემშვიდობა და მას მადლობა გადაუხადეს.
ჯერ არ არის მიქაუტაძის წასვლა გადაწყვეტილი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია, „მეცში“ არ დარჩება. ამიტომაც, მათ გადაწყვიტეს, რომ გიორგისთვის მადლობა გადაეხადათ.
„შენ ნამდვილად იქნები ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი სიამაყე. რამდენიმე თაობის გულშემატკივარს შენი ნიჭით და შეუპოვრობით ბოლომდე ოცნების უფლება მიეცი. კარიერის ბოლომდე საუკეთესოს გისურვებთ, მადლობა ჟორჟ“, - წერს Team Grenat-ი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ 2023-2024 წლების სეზონში 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. რომ არა ქართველი შემტევი, „მეცი“ ლიგა 1-დან გაცილებით ადრე გავარდებოდა.
ქართველი ფეხბურთელი დიდი ალბათობით, კარიერას უფრო ძლიერ ფრანგულ გუნდში გააგრძელებს, ყველაზე ხშირად „ლიონის“ და „მონაკოს“ შესახებ საუბრობენ.
0
0