
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ცნობილი კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის კობა იმედაშვილის გარდაცვალების გამო.
"კობა იმედაშვილი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ლიტერატურის სფეროში ჩაკეტილი პიროვნება. ის ყოველთვის მძაფრად განიცდიდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მათ სახელმწიფო ინტერესების პრიზმაში განიხილავდა.
ცნობილი და მრავლისმთქმელი ფაქტია: როცა ის სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, დასახელებულ დარგთა წარმომადგენლები ასე მოიხსენიებდნენ: „ჩვენი კაცი მთავრობაში“...
იგი დიდი იოსებ იმედაშვილის შთამომავალი იყო, რაც მის საქმიანობასა და პიროვნულ კულტურას ტვიფარივით აჩნდა. და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბიოგრაფიის აღწერა და წიგნების მშრალი ჩამონათვალი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ბატონი კობა იმედაშვილის ღვაწლსა და სახელს", აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
0
0